პროექტ ,,სამართლის
ქალაქის“ ფარგლებში მოეწყო დოკუმენტური ფილმის
,, ბრისტოლის ველოსიპედის
პროექტის“ ჩვენება.
ფილმის ძირითადი თემა
არის მიგრაცია და ეძღვნება ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკური დევნილების, თავშესაფრის
მაძიებლებისა და ემიგრანტების სტატუსით სარგებლობენ.
ჩვენების შემდგომ ფილმის თემატიკაზე მოეწყო თავისუფალი დისკუსია. დისკუსია გამდიდრებული იყო სხვადასხვა
საინტერესო ინფორმაციით. მოსწავლეებმა განიხილეს
მიგრაციის გამომწვევი მიზეზები, ჩამოაყალიბეს
საზოგადოებრივი უსაფრთხოების განმსაზღვრელი ფაქტორები და იმსჯელეს ადამიანის უფლებების საერთაშორისო
დეკლარაციით მინიჭებულ უფლებებსა და მოვალეობებზე.
პროექტს აფინანსებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების,
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური.